რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ავღანეთში მუშაობას ანახლებს
ათ შორის არის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვები“. როგორც ცნობილი ხდება, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოძრაობა „თალიბანისგან“ პირობა მიიღებს, რომ ქალ თანამშრომლებს მუშაობის უფლებას მისცემენ. შეგახსენებთ, გასულ თვეში მოძრაობა „თალიბანმა“ ქალებს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღება აუკრძალა. რამდენიმე დღეში კი, ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას, ქალი თანამშრომლების აყვანა აუკრძალა.
