ფინალურ ეტაპზეა ძმები კაკულიების საქმის არსებითი განხილვა
გადაწყვეტილებამდე მხოლოდ დაზარალებულების გამოკითხვა რჩება, თუმცა ცნობილია, რომ ქურთიაშვილი და კაჭკაჭიშვილი ქვეყანაში არ იმყოფებიან. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ საზღვრის გადაკვეთის დოკუმენტები წარადგინა და თქვა, რომ დაზარალებულებთან დაკავშირება ვერ შეძლო.
