კორუფციის სკანდალი ევროპარლამენტში
კორუფციულ სკანდალში გახვეული ყოფილი ევროპარლამენტარი, ანტონიო პანცერი, მზად არის გამოძიებას გაუმხილოს, რომელი ქვეყნები იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობაში. ბელგიელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ პიერ ანტონიო პანცერი დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ბელგიაში დაკავებული ოთხი ბრალდებულიდან ერთ-ერთია.
