ვითარება უკრაინაში
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი, ისევ დონეცკის ოლქია. პოზიციების გამაგრებისა და ოკუპანტების მოგერიების მიზნით, იქ უკრაინამ დამატებითი საარტილერიო ბრიგადა გადაისროლა, რომელიც ოკუპანტებს პოლონური წარმოების ჰაუბიცებით შეუტევს. განსაკუთრებით აქტიურია ბრძოლები ბახმუტის მისადგომებთან.