ნიკა მელიამ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება მწვავდება : ნიკა მელიამ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა. ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარის სიტყვებით, კულუარებიდან საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში, სწორედ ეს ორი ადამიანი მონაწილეობს. მელიას მტკიცებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია.
