თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი
თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს მიიღებს. შესაბამისი შეთანხმებები უკვე გაფორმდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, იბიარდის ვიცე-პრეზიდენტი მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდა.
