სტიქიის შედეგები
პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის შედეგების გასაცნობად გურიაში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იმყოფებიან. ისინი ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ და რეგიონის მერებს შეხვდნენ. იმსჯელეს სამივე მუნიციპალიტეტში ქარისგან მიყენებული ზარალის შედეგებსა და მათს აღმოფხვრაზე.
