სტიქიის შედეგები
პრემიერ-მინისტრის დავალებით სტიქიის შედეგების გასაცნობად გურიაში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იმყოფებიან. ისინი ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. დღესვე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონის მერებთან შეხვედრა გამართეს, სადაც იმსჯელეს სამივე მუნიციპალიტეტში ქარისგან მიყენებული ზარალის შედეგებსა და მათს აღმოფხვრაზე.
