ვითარება ატომურ ელექტროსადგურზე
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც უკრაინაში იმყოფება ამბობს რომ უკრაინაში ენერგუსაფრთხოება, განსაკუთრებით კი უსაფრთხოება ატომურ სადგურებზე პრიორიტეტულია. რაფაელ გროსმა, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, იუჟნო უკრაინსკიში, ატომური ელექტრო სადგური დაათვალიერა. ვიზიტის მთავარი მიზანი კი სადგურზე არსებული ვითარების შეფასება იყო. რაფაელ გროსის თქმით, სააგენტოს თანამშრომლები უკრაინაში დარჩებიან, რათა ატომური სადგურების საჭირო ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე საჭირო მოწყობილობების მიწოდება და გამართული მუშაობა უზრუნველყონ.
