უკრაინაში, ბრძოლა სოლედარისთვის ამ დრომდე გრძელდება
უკრაინაში, ბრძოლა სოლედარისთვის ამ დრომდე გრძელდება. უკრაინული დაზვერვის ინფრომაციით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საოკუპაციო ძალების ახლად დანიშნულ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავების განკარგულება მისცა. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით კი ბელარუსში ამდროისთვის 11 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება. უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო ინფორმაციის შეგროვება იმ რუსი სამხედროების შესახებ, რომლებმაც დნიპროზე დარტყმა მოამზადეს და განახორციელეს.
