ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 110-ე შეხვედრა იწყება
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 110-ე შეხვედრა იწყება. ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს 6 მოქალაქე რჩება. უსაფრთხოების გარდა, მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.
