ბრიტანეთის სამხედრო დახმარება უკრაინას
დიდი ბრიტანეთი უკრაინას „ჩელენჯერ 2-ის“ 14 ტანკს და ასობით სხვა ჯავშანმანქანას გაუგზავნის. მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორ ბულდოგს. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა რომ ლონდონისგან კიევი ასევე მიიღებს 20 მილიონი ფუნტის ღირებულების დრონებს, ასი ათას საარტილერიო ჭურვსა და ასობით რაკეტას.
