პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გათავისუფლების მოთხოვნით ალექსეი გონჩარენკო ხელმოწერებს აგროვებს
დროა არესტოვიჩი გადადგეს! პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გათავისუფლების მოთხოვნით ალექსეი გონჩარენკო ხელმოწერებს აგროვებს. უკრაინის რადის დეპუტატის განცხადებით, პირველ რიგში არესტოვიჩი უნდა წავიდეს და უნდა გაკეთდეს ოფიციალური განცხადება რომ სამხედრო თემაზე არესტოვიჩის ფანტაზიებს არაფერი აქვს საერთო პრეზიდენტის ოფისის პოზიციასთან. ოლექსი არესტოვიჩმა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. არესტოვიჩი ამტკიცებდა, რომ დნიპროში მრავალსართულიანი შენობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შემდეგ აფეთქდა.
