სააკაშვილის სასამართლო
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება. პრიოცესზე, ექსპერტს, ჯეიმს კობს დაკითხავენ. პატიმრის ადვოკატი დააყენებს შუამდგომლობასაც, რომელიც დასაკითხ პირთა დროის ხანგრძლივობის განსაზღვრას ეხება. მიხეილ სააკშვილი დისტანციურად ჩართვაზე უარს ამბობს, სურს პროცესზე მისვლა, თუმცა ამის უფლებას ექიმები არ აძლევენ.
