პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
პრემიერ-მინისტრი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან გამართავს. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა თემატურ დისკუსიებზე.
