ხორვატიის პრეზიდენტი დასავლეთს აკრიტიკებს
ვაშინგტონი და ნატო უკრაინის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს აწარმოებენ - ეს ხორვატიის პრეზიდენტმა, ქალაქ ვუკოვარში, მედიასთან თქვა. ზორან მილანოვიჩმა პრემიერ მინისტრის კრიტიკას უპასუხა. ანდრეი პლენკოვიჩმა ისტორიული შეცდომა უწოდა იმ პარლამენტარების გადაწყვეტილებას, რომლებმაც უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიაში ხორვატიის მონაწილეობას, მხარი არ დაუჭირეს. ქვეყნის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ისტორიაში პირველად ერთვება ომში, რაც ევროპული ბლოკის ფუნქციონირების შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
