სტიქიის შედეგები დასავლეთში
პრემიერ მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები იმერეთში სტიქიის შედეგებს ეცნობიან. გამართულ შეხვედრაზე, მათ პრობლემის მოგვარების გზები დასახეს და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად საჭირო თანხის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა შედგა რეგიონის მერებთანაც.
