საახალწლო ღონისძიებები დღეს სენაკში გალა კონცერტით დასრულდება
ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები დღეს სენაკში გალა კონცერტით დასრულდება. პროექტი მეორე წელია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებებთან დაკავშირებით, სენაკში ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო და გასართობი სივრცეები. სენაკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება.
