სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1977 წელს დაბადებული პირი, მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალბატონს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა. მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ბრალდებული შანტაჟის და შურისძიების მიზნით, სოციალურ ქსელში სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა და დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და ქალის პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო. ბრალდებული უკვე დაკავებულია. მას, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის მიმართ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.