შეკვეთილი სტატიები
საქართველოს შესახებ "ნიუ იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებული სტატიის მიზანი, ქვეყანაში არეულობის შექმნაა. ასე აფასებენ ხელისუფლებაში პუბლიკაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება და აცხადებენ, რომ სტატია დეზინფორმაციის შემცველია. ოპოზიიციის ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავს, ქვეყნის იმიჯის შემლახავ ბრალებებს, მტკიცებულებები სჭირდება, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებში ისეთებიც არიან, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები რეალური იყოს.
