ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები დღეს სენაკში გალა კონცერტით დასრულდება
ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
