ხორვატიის პრეზიდენტი დასავლეთს აკრიტიკებს
ვაშინგტონი და ნატო უკრაინის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს აწარმოებენ - ეს კომენტარი ხორვატიის პრეზიდენტმა, ქალაქ ვუკოვარში, მედიასთან გააკეთა. ზორან მილანოვიჩმა პასუხი გასცა პრემიერ მინისტრის, ანდრეი პლენკოვიჩის კრიტიკას, რომელმაც ისტორიული მნიშვნელობის შეცდომა უწოდა იმ პარლამენტარების გადაწყვეტილებას, რომელთაც ხმის მიცემის დროს, მხარი არ დაუჭირეს ხორვატიის მონაწილეობას უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიაში. ხორვატიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი თავის ისტორიაში პირველად ებმევა ომში, რაც ევროპული ბლოკის ფუნქციონირების შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
