ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული საახალხწლო ღონისძიებები დღეს სენაკში გალა კონცერტით დასრულდება
ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. სენაკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება. კონცერტი ორი საათიდან დაიწყება მოგვიანებით კი მუსიკალურ ნომრებს მოწუელი შემსრულებელი შეასრულებენ.
