თურქეთის ულტიმატუმი შვედეთს
თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთს ულტიმატუმი წაუყენა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ანკარა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ სტოკჰოლმი თურქეთს ტერორიზმში ბრალდებულ 130 პირს გადასცემს. მისივე თქმით, შვედეთის ხელისუფლება ქურთისტანის მშრომელთა პარტიის მხარდამჭერი აქციების აღსაკვეთად არაფერს აკეთებს, რაც ანკარისთვის მიუღებელია.
