თურქეთი მზად არის, რუსეთის მარცვლეული დაფქვას და აფრიკის ქვეყნებში გაგზავნოს
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „მაშინ, როდესაც რუსეთს ყველა თავს ესხმის, ჩვენ პუტინთან ურთიერთობას ვინარჩუნებთ. მან შემოგვთავაზა აფრიკაში მარცვლეულის უსასყიდლო გაგზავნა. ჩვენ კი მზად ვართ, რუსული მარცვლეული ჩვენს წისქვილებში დავფქვათ და აფრიკის ღარიბ ქვეყნებში გავგზავნოთ.“-აღნიშნა ერდორანმა.
