დნიპრის მერი არესტოვიჩს დაუპირისპირდა
,,არესტოვიჩი საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია, რომელმაც რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა''- განაცხადა ქალაქ დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა. მისივე თქმით, ალექსეი არესტოვიჩით უკრაინის კონტრდაზვერვა უნდა დაინტერესდეს, რადგანაც მან სიტუაციის სრული დისკრედიტაცია მოახდინა.
