დნიპროში რუსული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, 35 ადამიანია დაღუპული. მათ შორის 2 ბავშვია. დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი. 12-ის მდგომარეობა მძიმეა. სამაშველო სამუშაოები, უკვე მე-3 დღეა, გრძელდება.
