საგარეჯოს მერის გადაწყვეტილებით, ნათობიშვილების საცხოვრებელს სახლს გადახურავენ და ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ
ნათობიშვილების ოჯახზე "იმედის კვირის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, საგარეჯოს მერის გადაწყვეტილებით, ნათობიშვილების საცხოვრებელს სახლს გადახურავენ და ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ. ასევე მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით , ოჯახის უფროსს, დავით ნათობიშვილს და მის 18 წლის შვილს დაასაქმებენ. ცნობისთის, უჯარმაში სამი თვის ბავშვი დედამ დილით საწოლში გარდაცვლილი ნახა, სტრესის შედეგად კი, თავადაც დაიღუპა. ობლად დარჩენილი 4 ბაშვი ახლა დედას და ძმას გლოვობს.
