"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნებისთვის ემზადებიან
ვიდრე ოპოზიციური პარტიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა გაირკვევა, არჩევნების სანდოობის საკითხზე საუბრობს ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძე. მისი განცხადებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროგრამა გამართულად არ მუშაობს და ხარვეზების გამო, ბევრ ადამიანს დარეგისტრირება უჭირს. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება შეფასდა მმართველ გუნდშიც.
