„ნაცმოძრაობის“ შდა ომი ბინძური მეთოდებით
ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს ახალ წელთან ერთად ორი ახალი მახასიათებელი აქვს. მაგალითად, ისინი ფარული ჩანაწერების შინაარსის გარჩევასა და ავთენტიკურობის დადგენაში არ შედიან, მაგრამ ეს ხელს არ უშლით ერთმანეთს კომპრომატების გავრცელება დააბრალონ. თუკი აქამდე პარტიული ბატალიები მხოლოდ დედაქალაქში მიმდინარეობდა, ახლა გაირკვა, რომ არაფორმალური მმართველობის კვალი აჭარაშიც შეამჩნიეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ შიდა-პარტიული არჩევნები თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, არ არის გამორიცხული ამ ტემპით კიდევ არაერთი საინტერესო სიახლე ვიხილოთ. ამ პროცესის შემყურე მმართელი პარტია კი ასკვნის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის დაშლის პროცესი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. ლევან მორჩიაშვილი განავვრცობს ამ თემას.
