ვითარება უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. უკრაინის ჰაერსაწინაარმდეგო სისტემებმა რაკეტების ნაწილის განეიტრალება შეძლეს, ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვად დააზიანდა კრიტიკული და სამოქალაქო ობიექტები. ქალაქ დნიპროვში ოკუპანტის რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ერთი სადარბაზო სრულად ჩინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. თავდასხმის შედეგად უკრაინის 11 ოლქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი. მოროგი მასირებული იერიშისგან უკრაინისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბები ჯერ უცნობია, აფეთქებების ადგილებში სპეციალური სამსახურები მუშაობენ.