უბედური შემთხვევა თბილისში
უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, ვაზისუბანში, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა კარი ისე გაიღო, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ლიფტის პრობლემასთან დაკავშირებით გამგეობისთის არ მიუმართავთ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოიძება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
