სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს კახეთიც
სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს კახეთიც. საგარეჯოს ქუჩები დილიდან მოირთო ხუთ ჯვრიანი დროშებით. მათ შორის ახლად რეაბილიტირებული აღმაშენებლის ქუჩა. ამ ქუჩას რეაბილიტაცია პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროექტის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ჩაუტარდა. ამასთან ერთად, საგარეჯოს ქუჩებში მოეწყო ჩოხოსნების მსვლელობა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საზეიმო ვითარებაში აღმართეს სახელმწიფო დროშა.
