საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთერთი უმთავრესი ნიშნისა და ჩვენი ეროვნული სიმბოლოს დღეა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა.
