რობერტა მეცოლა ზომებს ამკაცრებს
ევრო პარლამენტში კორუფციის დასრულების მიზნით, პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მიერ შეთავაზებული 14 პუნქტიანი გეგმა შეაფასეს გერმანელმა და ხორვატმა დეპუტატებმა. ევრო ნიუსის ბრიუსელის ბიუროს ეთერში დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ლობირებისა და გამჭვირვალობის წესების ცვლილება ევრო პარლამენტში ნამდვილად აუცილებელია. გერმანელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ კორუფციის სკანდალი პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო წლებში არაერთ ევრო პარლამენტარს დაურღვევია წესები. ხორვატმა დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ცნობილი იყოს ვისგან ფინანსდებიან ლობისტები. შეგახსენებთ, რობერტა მეცოლას 14 პუნქტიანი ინიციატივის თანახმად, ევრო პარლამენტის დეპუტატები ვალდებულნი იქნებიან გაასაჯაროონ, ვის ხვდებიან. ასევე აეკრძალებათ ევრო კავშირის არა წევრ ქვეყნებთან არა ოფიციალური მეგობრობის ჯგუფების შექმნა.
