„გემო ფესტი“
გასტრო ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით მესტიაში „გემო ფესტი" იმართება. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა ასევე შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა. ფესტივალის ფარგლებში კვების სივრცეები მოეწყო, სადაც ფესტივალის მონაწილეები სტუმრებს სვანურ კერძებს შესთავაზებენ, გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობებიც. მარიამ ლორთქიფანიძე გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში.
