მყვინთავ-მაშველებს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავ მაშველებს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, სამსახურის მიერ შეძენილი სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.
