ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის საქმე
ბრაზილიის უზენაესი სასამართლო, 8 იანვარს ქვეყნის სამთავრობო შენობებზე განხორციელებულ თავდასხმებში, ყოფილი პრეზიდენტის პასუხისმგებლობას გამოიძიებს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. 8 იანვარს ბრაზილიის დედაქალაქში, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები პარლამენტში, სასამართლოს შენობასა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. ყოფილ პრეზიდენტს ედავებიან, რომ მან 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტებით, არეულობა წააქეზა.
