საპრეზიდენტო არჩევნები ჩეხეთში
ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები გრძელდება. კენჭისყრის პროცესი გასული ღამის 10 საათამდე გაგრძელდა, დღეს კი დილის 8 საათიდან განახლდა. საარჩევნო უბნები ჩეხეთის დროით 2 საათამდე იქნება ღია. პრეზიდენტობის მოწინავე კანდიდატებად ყოფილი პრემიერ მინისტრი ანდრეი ბაბიში და გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი მოიაზრებიან. თუმცა ხმების 50 პროცენტის დაგროვების პერსპექტივა წინასწარი პროგნოზით არცერთ მათგანს არ აქვს, რის გამოც ორ კვირაში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.
