ვითარება უკრაინაში
კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი ადმინისტრაციის მტკიცებით, რუსული რაკეტების სამიზნე კიევსა და მის ოლქში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურაა. რუსული სარაკეტო თავდასხმის მასშტაბების შესაფასებლად სპეციალური სამსახურები უკვე მუშაობენ. საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილშიც. პარალელურად მძიმე ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში, ყველაზე ცხელი წერტილი ახლა ქალაქი ბახმუტია.