მიწისძვრა საქართველოში
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაღესტანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქშიც. ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3 მთელი 8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები 12:36 წუთზე დაფიქსირდა.
