„გემო ფესტი“
მესტიაში გემო ფესტის დასრულების შემდეგ კონცერტი გაიმართა. ძველით ახალი წლის დადგომა ფესტივალის მონაწილეებმა და სტუმრებმა ერთად იზეიმეს. მანამდე, კი მთელი დღის განმავლობაში მესტიის ცენტრში სპეციალურად მოწყობილ კვების სივრცეებში სვანური ტრადიციული კერძების დაგემოვნება მიმდინარეობდა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზაციით ჩატარდა. ფესტივალი რომლის მიზანიც გასტრო ტურიზმის პოპულარიზაციაა დღესაც გაგრძელდება.
