კალანდობა გურიაში
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში კალანდობის დღესასწაული აღნიშნეს. ადგილზე გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები და მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა გაყიდვა. ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და რიგითი მოქალაქეები.
