გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობის დატოვებას გეგმავს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. ცნობას ამის შესახებ გერმანული გამოცემა ბილდი ავრცელებს და წერს რომ, გადადგომის ინიციატორი არა გერმანიის მთავრობა, არამედ თავად კრისტინ ლამბრეხტია. როგორც გერმანელი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ ვინ შეცვლის ლამბრეხტს ამ თანამდებობაზე. კანდიდატებს შორის მთავარ ფავორიტად მედიაში 54 წლის სოციალ დემოკრატი ევა ჰიოგლი სახელდება, რომელიც 2009, 2020 წლებში ბუნდესტაგის წევრი იყო, 2020 წლის მაისიდან კი გერმანიის შეიარაღებული ძალების საპარლამენტო კომისრის თანამდებობას იკავებს.
