ევროკავშირის დახმარება
ფინანსური დახმარების პირველი ტრანში, რომელიც 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, უკრაინას იანვარში გადაეცემა. ამის შესახებ ევრო კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა და აღნიშნა, რომ თებერვალში უკრაინას ევრო კავშირის საბჭო ეწვევა და ქვეყნის მთავრობასთან შეხვედრას გამართავს. პრეს კონფერენციაზე ითქვა, რომ ომის დაწყებიდან რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდების 80-ი პროცენტი შეწყვიტა, მაგრამ ევროპა ახერხებს მიწოდების დივერსიფიკაციას.
