კონდოლიზა რაისის ინტერვიუ
რუსეთის წინააღმდეგ სანქციცები ჯერ კიდევ 2008 წელს, აგვისტს ომის შედეგ უნდა დაწესებულიყო, თუმცა ფინანსურმა კრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ვერ გახადა შესაძლებელი. ეს განცხადება ამერიკის ხმის უკრაინული რედაქციისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კონდოლიზა რაისმა გააკეთა. უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა 2008 წლის ბქარესტის სამიტზეც ისუაბრა. შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე შეცდომა იქნა დაშვებული, როცა საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი ეთქვათ, რაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ ნატოს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა. მისი თქმით, ამიტომაც ვაშინგტონმა ბუქარესტში საუკეთესო შედეგი უზრუნველყო, რომ ეს ქვეყნები მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ.