სტიქიის შედეგები სამეგრელოში
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია. ოთხ დღიანმა ძლიერმა ქარმა დააზიანა ათას 200-ზე მეტი შენობა, მათ შორის საბავშვო ბაღები, სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.
