"გემო ფესტი" სვანეთში
გემო ფესტი სვანეთში - მესტიაში დილიდან ხალხმრავლობა იყო. ღია ცის ქვეშ კვების სივრცეები მოეწყო, სადაც ფესტივალის მონაწილეები სტუმრებს სვანურ კერძებს სთავაზობდნენ, მათ შორის ნაკლებად ცნობილ და კერძების თანამედროვე ვარიაციებსაც. დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და აგროტურიზმის განვითარებაა.
