გაზრდილი ხარჯი ევროპაში
ევროპელების 93 პროცენტისთვის საყოფაცხოვრებო ხარჯის გაზრდა ყველაზე დიდი პრობლემაა. ამის შესახებ „ევრობარომეტრის“ ახალ კვლევაშია საუბარი. ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება საბერძნეთში, კვიპროსსა და პორტუგალიაშია, სადაც გამოკითხულთა თითქმის 100 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ევროპის ყველაზე დიდი გამოწვევაა.
