ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილება სამი მამაკაცის დაღუპვის გარემოებებს და მათ სიკვდილში სამართალდამცველთა როლს იძიებს
ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილება სამი მამაკაცის დაღუპვის გარემოებებს და მათ სიკვდილში სამართალდამცველთა როლს იძიებს. ისინი პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ ან დაკავების პროცესში გარდაიცვალნენ. ორი მათგანი შავკანიანია. ანტი-რასისტული, უფლებადამცველი მოძრაობა „ბლექ ლაივს მეთერი“ პოლიციის ოფიცრებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. დაღუპულთა ოჯახების მოთხოვნისა და საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ლოს-ანჯელესის პოლიციას სამივე საქმეზე არსებული ვიდეო-ჩანაწერების დაუყოვნებლივ გასაჯაროება მოუხდა. პოლიციის სამხრე კამერებით გადაღებული მასალა სენსიტიურ კადრებს შეიცავს.
